და აი, ვიწყებ ჩემოდნის ჩალაგებას ..

უკვე დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ვკითხულობ ჩემი მეგობრების, უბრალოდ ნაცნობებისა და ხშირად უცნობების ბლოგებს და ბლოგ-პოსტებს. ზოგ პოსტს იმიტომ, რომ საინტერესო თემასთან დაკავშირებითაა, ზოგს -უბრალოდ, უმიზეზოდ, იმიტომ, რომ ლამაზად არის გაფორმებული და მარტივად იკითხება.

მეც სულ მინდოდა, რომ რამე მომებოდიალებინა ხოლმე და დამეწერა ჩემი აზრები, შთაბეჭდილებები, ა.შ. განსაკუთრებით ჩემს წანწალზე და მოგზაურობებზე მინდოდა ხოლმე რამის დაწერა. მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ პირველად გავედი, უკვე ოცამდე ქვეყანაში ვიყავი და ბევრი შთაბეჭდილება შეენაცვლა ერთმანეთს. მეგობრებს, ახლობლებს და ნაცნობებს ვუყვები ხოლმე ჩემი თავგადასავლების და შთაბეჭდილებების შესახებ. მაგრამ ჩანაწერების გასაკეთებლად და გამოსაქვეყნებლად ხან არასაკმარისი მოტივაცია მქონდა, ხან კომპლექსები მაწუხებდა და ხან – სიზარმაცე. რამდენჯერაც წერა დავიწყე, იმდენჯერ შუა გზაში გავჩერდი.. ნახევრამდე მიყვანილი ჩანაწერის გამოქვეყნებას აზრი არ ქონდა, მერე ზოგი დაიკარგა, ზოგი კი ფურცელზე დაჯღაბნილი მაქვს და სადღაც არის (ანუ ისინიც დაიკარგა)…

ამ ბოლო დროს კი წერის სურვილი და მოტივაცია ისევ გამიჩნდა. მაგრამ კომპლექსები და სიზარმაცე ჯერ კიდევ დასაძლევი მქონდა. კომპლექსის დაძლევისკენ ბიძგი ჩემმა მეგობარმა, მარიამ ასანიშვილმა მომცა თავისი გამხნევებით და მისი პოსტებით. თითქოს წერის კომპლექსიც ამან მომიხსნა. დარჩა სიზარმაცის დაძლევა. ჰმ.. ამაზე რა ვთქვა… სიზარმაცეს ამ სიტყვების წერის დროსაც კი ვებრძვი.

როგორც ბენჟამინ ფრანკლინმა თქვა ‘ან ისეთი რამ დაწერე, რომ წაკითხვად ღირდეს, ან ისეთი რამე გააკეთე, რომ მის შესახებ დაწერა ღირდესო’ (Either write something worth reading or do something worth writing)… ჰოდა, სანამ ჩემ შესახებ ვინმეს რამის დაწერის სურვილი გაუჩნდება, მანამ აჯობებს შევეცადო დავწერო ისეთი რამ, რომლის წაკითხვაც ერთი ადამიანისთვის მაინც ეღირება.

 

WP_003588

Advertisements

7 thoughts on “და აი, ვიწყებ ჩემოდნის ჩალაგებას ..

  1. ყოჩაღ, მირანდა! აი, ეს მომწონს 🙂 ველი შენს საინტერესო თავგადასავლებს!

  2. მადლობა, გოგონებო.. შევეცდები საინტერესო თავგადასავლები საინტერესოდ აღვწერო 🙂

  3. აგარია და ძალიან საინტერესო, იმდენად სულ გასული ხარ, ყველაფრის მოყოლას ვერც ასწრებ, ამ ხერხით მაინც გავეცნობი შენს შთაბეჭდილებებსა და ისტორიებს მსოფლიოზე ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s